ზურაბიშვილის „ზაბროშკიდან“ სანდრას „საქართველომდე“

ის, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი თავისი გამონათქვამებით თუ ჩაცმულობით მარტო ჩვენ კი არა, მსოფლიოს აოცებს, ახალი არ არის, თუმცა თავად სალომე ზურაბიშვილი იმაში პრობლემას ვერ ხედავს, რომ გავლენიან ევროპული ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე ცხოველის ბეწვის ქურქით მივიდეს და გაოცებული კითხულობს, არ ვიცოდი, უცებ ცხოველების ასეთი დამცველები თუ გავხდითო.

ცალკე აღსანიშნავია ზურაბიშვილის ტერმინოლოგია, რომლითაც მან თავი ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კამპანიის დროს გამოიჩინა: ხან ამბობდა, უნდა გავთხაროთო, ხან – შევტყნათო, ხან კი იმას გვარწმუნებდა, რომ პრეზიდენტი ხალხთან უნდა იყოს, მაგრამ ხალხთან ზევით უნდა იყოსო.

პრეზიდენტი რომ ხალხზე ზევით არის, ეს მისი ინტერვიუდანაც გამოჩნდა, რომელიც ინგა გრიგოლიას მისცა – ხელები სამკაულებით ჰქონდა დამშვენებული, ყელსაბამიც ეკეთა, თუმცა ყველაზე მთავარი, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, პრეზიდენტის „ზაბროშკა“ გახლდათ – ეს გულსაბნევი ქალბატონ პრეზიდენტს აშკარად ჩრდილავდა.

ახლა, ზოგი იტყვის, პროტოკოლით „ზაბროშკები“ არ იკრძალებაო. კეთილი და პატიოსანი, გულსაბნევები მარგარიტ ტეტჩერსაც უყვარდა, მაგრამ ის, რაც სალომე ზურაბიშვილს გულზე ებნია, აშკარად დიდი გაუგებრობა გახლდათ და ეს მაშინ, როცა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ასეთი საჯარო გამოსვლების დროს, „ნაძვის ხესავით“ ასხმული არასოდეს ყოფილა. უფრო მეტიც, სანდრას ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას გულზე საქართველოს რუკის ფორმის მოკრძალებული კულონი ეკიდა, რაც თავისთავად უფრო ესთეტიკური სანახავი იყო, ვიდრე – ზურაბიშვილის „პეპელა“ თუ „მორიელი“.

ზოგადად, ზურაბიშვილს მასიური სამკაულებისკენ მიდრეკილება აქვს. იგივე საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, ლავროვთან შეხვედრაზე საყურეებად ლამის „ლუსტრები“ ეკიდა. აი, ამაზეა ნათქვამი, გემოვნებაზე არ დაობენო, თუმცა საბოლოო ჯამში, გემოვნებაზე დაობენ, მით უმეტეს, როცა საქმე ქვეყნის მთავარსარდალს ეხება.

სხვათა შორის, ერთ-ერთმა „ფეისბუქგვერდმა“ ზურაბიშვილის „ბროშკიანი“ და სანდრას საქართველოს რუკიანი სურათები დააკოლაჟა. ეს კოლაჟი მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქგვერდზეგადააზიარა და, როგორც ჩანს, ამით გამოხატა დამოკიდებულება ზურაბიშვილის აქსესუარების და საერთოდ, ქვეყნის მთავარსარდლის მიმართ.

 

banner
წინა სტატიაშიჩვენ შევქმენით საარჩევნო პოლიტიკური ბლოკი „ევროპულ საქართველოსთან“ და მიმაჩნია ეს ძალიან სწორ და გამართლებულ ნაბიჯად
შემდეგი სტატია„მობრძანდებიან, თავს იქებენ, ოპოზიციას დაგვლანძღავენ, დაგვთათხავენ, წაბრძანდებიან და „ოცნების“ გუნდის ტაშსაც გაიყოლიებენ“ – ნატო ჩხეიძე