ზურაბიშვილის თქმით, კიევში მისი არმიწვევის მიზეზი მთავრობებს შორის არსებული ურთიერთობაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “უკრაინასკაია პრავდასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ის ყოველთვის მზად იყო და დღესაც მზადაა უკრაინაში ჩავიდეს. ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა რა არის მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ის არ მიიწვია კიევში:

“ეს არ არის პირადი და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც ამ ეტაპზე არცთუ დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა სამთავრობო წრეებს შორის. ასე რომ, გარკვეულწილად, მე ვგრძნობ მის შედეგებს, მაგრამ კიდევ ერთხელ, [მე] მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა. იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევა ყირიმის პლატფორმაზე გამოჩნდება”, – თქვა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის დაზვერვა – „ვაგნერის“ დამფუძნებლი ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს უპირისპირდება
შემდეგი სტატიარუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან იღებს ორაზროვან სიგნალებს და ამოწმებს, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა – ზურაბიშვილი