2 მაისს, თამარ მეფის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებზე, ჯგუფურ თავდასხმაში, ათზე მეტი პირი მონაწილეობდა. “შაბათის ეთერმა” გშიფრა ის ვიდეოჩანაწერები, რომელიც მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმას ასახავს. დავით ჯავახიას გარდა, თავდამსხმელებს შორის ამოცნობილია: დიმიტრი ჭუმბურიძეს, ჯონი ურიადმყოფელი, გიორგი რომანაძე და გიორგი ისაკ უბილავა, ისინი განსაკუთრებული სისასტიკით სცემდნენ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, ძირს ათრევდნენ ქალებს და წიხლებს ურტყამდნენ აქციის წაქცეულ მონაწილეებს.
განსაკუთრებული სასტიკით გამორჩეული დიმიტრი ჭუმბურიძე კიგბოქსიორია – 36 წლის სპორტსმენი ძალადობრივი კარიერა წლების წინ დაიწყო. ის ირიცხებოდა საბრძოლო კლუბ „ალფა გრინში“ მისი მწვრთნელი ამ კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, კახი კალაძის ახლო მეგობარო და კორცხელის თავდასხმის საქმეზე ბრალდებული კობა ტყეშელაშვილი იყო. ახლა ჭუმბურიძე „ალფა გრინში“ ოფიციალურად აღარ ირიცხება, თუმცა ამ ხელისუფლებასთან მას ახლო კავშირები და ბიზნეს ინტერესებიც აქვს.
ირკვევა, რომ მშვიდობიან მომიტინგეების დარბევამდე ერთი დღით ადრე, სასტიკი ანგარიშსწორებაში მონაწილე დიმიტრი ჭუმბურიძემ, “ქვემო ქართლის საბრძოლო ხელოვნება” დააფუძნა. “შაბათის ეთერისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, ამ აიპის დაფუძნების მომენტში თავდამსხმელთა რაზმებს უკვე ჰქონდათ, პირობა, რომ მათ დაფინანსებას ქვემო ქართლის ბიუჯეტიდან გამოუყოფდნენ.
თბილის საკრებულოს წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა დათვალა, რომ თავდასხმაში მონაწილე პირებს, თბილისის ბიუჯეტიდან სხვადასხვა დროს ჯამში 135 ათასი ლარი აქვთ მიღებული.
აქტივისტებზე ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორის დავით ჯავახიას მამა გოჩა ჯავახიაა-კინგბოქსისი ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოში და კლუბ „ჯიქის“ დამფუძნებელი. ამ ხელისუფლების პირობებში ჯავახიებმა სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად დაფინანსება რეგიონებიდან და თბილისის მერიისგან არაერთხელ მიიღეს.
500 ლარიან ხელფასს კახი კალაძისგან იღებს გიორგი უბილავაც, სპორტსმენი, რომელიც ამ კადრებში ერთ ერთ აქტივისტებს ფიზიკურად სასტიკად ძალადობს.
ვიდეომასალის გაშიფვრის შემდეგ დგინდება, რომ მშვიდობიან მომიტინგეებზე, თავდასხმის ერთ ერთ ორგანიზატორი იყო, ჯონდო ურიადმყოფელი. მისი კრიმინალური ისტორიების შესახებ პოლიციის დეპარტამენტში და სამართალში რამდენიმე საქმე დევს-თუმცა ოცნების დასაყრდენი ზონდერი ყოველთვის ხელშეუხებელია.
2 წლის წინ, ურიადმყოფელის ბანდა თავს თბილისის ტურისტულ ეპიცენტრში იარაღებით და დანებით ერთ ერთი რესტორნის მფლობელს დაესხა. მოძალადე სპორტსმენი დაიჭრა, თუმცა თავდასხმის ორგანიზების ბრალდება მოგვიანებით მხოლოდ მას შემდგე წარუდგინეს, რაც რეპორტაჟი ამ თემაზე „შაბათის ეთერმა” მოამზადა. საბოლოოდ, კი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “ოცნების” ახლო გარემოცვის წევრი სპორტსმენი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ამ დრომდე სისხლიანი გარჩევის საქმეზე განაჩენი არ არსებობს.
გირაოს ქვეშ მყოფ ჯონდო ურიადმყოფელს შერჩა მეზობლების სასტიკი ცემაც. მას შემდეგ, რაც ის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ციხის ნაცვლად სახლში გაუშვა, მოძალადე სპორტსმენმა მეზობლები ცემა.
წყარო:ტვ პირველი