ბექა კობახიძე: მდინარაძის განცხადებით,  “მეტეხის ხიდზე და მის ორივე მხარეს 20 ათას ადამიანზე მეტი ვერ დაეტევა”, ისტორიის თანახმად, “ჯალალ ედ დინმა 100 ათას ქართველს მოჭრა თავები მეტეხის ხიდზე

მამუკა მდინარაძე დედაეკლესიის წინააღმდეგ – ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობის ლიდერმა, განცხადებით, რომ “მეტეხის ხიდზე და მის ორივე მხარეს 20 ათას ადამიანზე მეტი ვერ დაეტევა”, დედაეკლესიის და ქართლის ცხოვრების სწავლებათა წინააღმდეგ წავიდა, რადგან ისტორიის თანახმად, “ჯალალ ედ დინმა 100 ათას ქართველს მოჭრა თავები მეტეხის ხიდზე”.

ბატონო მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze დედაეკლესია და ეროვნული ისტორია გვასწავლიან, რომ ჯალალ ედ დინმა 100 ათას ქართველს მოჭრა თავები მეტეხის ხიდზე.
გვაქვს 100 ათასი მოწამის ხსენების დღე და ყოველ წელს, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, იმართება მსვლელობა, ყვავილები იყრება მტკვარში და ა.შ.
დღეს თქვენ განაცხადეთ, რომ მეტეხის ხიდზე და მის ორივე მხარეს 20 ათას ადამიანზე მეტი ვერ დაეტევა, გამორიცხულიაო.
ესე იგი, თქვენ წახვედით დედაეკლესიის, ქართლის ცხოვრების სწავლებათა წინააღმდეგ და ამტკიცებდით რომ ეს შეუძლებელია, ბატონო მამუკა?!
რას იტყვიან ამაზე თქვენი IQ მხარდამჭერები, გიფიქრიათ ამაზე?!
ბექა ოდიშარია • Beka Odisharia თუ ეგენიც ჭყლეტაში მოყვნენ, ძმა?” – წერს ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში.

 

 

banner
წინა სტატიაშიგაშიფრული ზონდერები, ვინც მშვიდობიან მანიფესტანტებს არბევდა
შემდეგი სტატიაჩემს ძმას თავს დაესხნენ, სადარბაზოში შესვლისას დახვდა 2 ნიღბიანი, ბოლო დღეებია გვითვალთვალებენ მთელ ოჯახს – აქტივისტი ტიტე გედენიძე