ბრიტანეთის დაზვერვა – „ვაგნერის“ დამფუძნებლი ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს უპირისპირდება

კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უპირისპირდება. ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინსიტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სადაზვერვო მონაცემების თანახმად, საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვისს სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ახალი ბრძანების გაცემამდე, „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა.

„პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევად იქცევა რუსი მმართველი ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, – წერს ბრიტანეთის თავდაცვის უწყება სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით.

banner
წინა სტატიაშიჰერჩინსკი – ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, მომავალ კვირებსა და თვეებში ევროპელ პარტნიორებთან დიალოგი რაც შეიძლება ინტენსიური იყოს
შემდეგი სტატიაზურაბიშვილის თქმით, კიევში მისი არმიწვევის მიზეზი მთავრობებს შორის არსებული ურთიერთობაა