თბილისია ევროპის დედაქალაქი

ევროპის მოედანზე გრანდიოზული დემონსტრაცია მიმდინარეობს. ევროპული მარშის მონაწილეები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა ლოკაციებიდან დაიძრნენ, უკვე ადგილზე იმყოფებიან. როგორც აქციის წამყვანმა, ლაშა ბუღაძემ აქციის მონაწილეებისთვის მიმართვისას განაცხადა, ხვალ საღამოს 10 საათიდან შეიკრიბებიან პარლამენტის წინ და ღამეს საკანონმდებლო ორგანოსთან გაათევენ, ვინაიდან ორშაბათს, დილის 9 საათიდან, “ოცნებამ” რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ჩანიშნა:

“დღევანდელი ჩვენი ზეიმი ცხადია გულისხმობს ჩვენს პოლიტიკურ მობილიზებულობასაც. ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ზეგ, ორშაბათს ქართულმა ოცნებამ ივანიშვილის მარიონეტებმა დანიშნეს საკომიტეტო სხდომა დილის 9 საათზე, ჩვენ უნდა ჩავხედოთ ამ 83-ს თვალებში. მათ არ უნდა მიიღონ რუსული კანონი. ამიტომ, ჩვენ ბევრნი უნდა ვიყოთ ხვალ, საღამოს 10 საათიდან ჩვენ უნდა შევიკრიბოთ ტრადიციულად ჩვენს ეროვნულ, წმინდა და ანტირუსულ ადგილას, ჩვენი პარლამენტის წინ და გავათენოთ საქართველოსთვის. რაც მეტი ვიქნებით და რაც მეტად არ დავიღლებით მით უფრო მეტად მალე გაიტანენ ესენი რუსულ კანონს უკან მთელი მსოფლიო ჩვენ შემოგვცქერის. ახლა თბილისია ევროპის დედაქალაქი. ხვალ, 10 საათიდან გავათენოთ საქართველოსთვის.” აღნიშნა ბუღაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური – ბევრი მნიშვნელოვანი დასავლელი პოლიტიკოსი ჩამოვა
შემდეგი სტატიადასახელებული მიზეზი ნიშნავს იმას, რომ „პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის იმ ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში