ზურაბიშვილი – დანიელსონის ვიზიტი გვაჩვენებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის

კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლა თბილისში გვაჩვენებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „თვითერში“, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.

„კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლა თბილისში გვაჩვენებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. საგანგებო დესპანთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა. კიდევ ერთხელ, თითოეულმა მხარემ პირველ ადგილას ქვეყანა უნდა დააყენოს და იბრძოლოს დეპოლარიზაციისთვის და სტაბილურობისთვის“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდანიელსონი – დღეს უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად
შემდეგი სტატიაგუგავა – „აირაის“ სოლიდური წარმომადგენლობა არ ჰყოლია, შესაბამისად, ვერ დადებდნენ სრულფასოვან დასკვნას