დანიელსონი – დღეს უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, დღეს უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად. ამის შესახებ ინფორმაცაი პრეზდიენტის ადმინისტრაციამ შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

“კრისტიან დანიელსონის განცხადებით, დღეს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად. მისი განცხადებით, საქართველო რეგიონში ყოველთვის დემოკრატიულობისა და სტაბილურობის მაგალითს წარმოადგენდა და ეს ვითარება არ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესშია”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – ეუთომ უკვე დადო დასკვნა, რაც ეჭვქვეშ არ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – დანიელსონის ვიზიტი გვაჩვენებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის