გუგავა – „აირაის“ სოლიდური წარმომადგენლობა არ ჰყოლია, შესაბამისად, ვერ დადებდნენ სრულფასოვან დასკვნას

„აირაის“ საქართველოში სოლიდური წარმომადგენლობა არ ჰყოლია, შესაბამისად, ვერ დადებდნენ სრულფასოვან დასკვნას,, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ IRI-ის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები გაყალბდა და ამას ვერანაირი დასკვნა ვერ შეცვლის.

„აირაის“ აქ სოლიდური წარმომადგენლობა არ ჰყოლია, კოვიდპანდემიის თუ სხვა მიზეზების გამო, აქედან გამომდინარე, ისინი ვერ დადებდნენ სრულფასოვან დასკვნას. ჩვენი თვალით რაც დავინახეთ, რა მტკიცებულებებიც დაიდო არჩევნების გაყალბებაზე, ამას ვერანაირი სხვა დასკვნა ვერ შეცვლის. არჩევნები გაყალბდა. ვერანაირად ვერ ახსნის ვერც ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რატომ იდგნენ ძველი ბიჭები უბნებზე, რატომ ხდებოდა ოქმების გადაკეთება, რატომ ხდებოდა ძალადობა, რატომ ჩაიდინა სიყალბე და ელემენტარული მათემატიკა არ გამოუვიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიას, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებოდა. ამდენად, ფაქტი არის ერთი – არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და სხვა დასკვნები უბრალოდ სხვა მოტივებით არის ასახსნელი“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

IRI-ს ანგარიშის მიხედვით, შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებულ ხარვეზებს გავლენა არ მოუხდენია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – დანიელსონის ვიზიტი გვაჩვენებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – კრისტიან დანიელსონი კარგად იცნობს საქართველოს, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი მოკლე დროში დასრულდება