ზურაბ ზვიადაური კლინიკაში გადაიყვანეს

ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, რის გამოც ის თოდუას კლინიკაში, მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევაზე გადაიყვანეს.

,,თოდუას კლინიკაში ჩაუტარდა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, გამოყვანილი იყო პენიტენციური დაწესებულებიდან. დასჭირდება თუ არა ჰოსპიტალიზაცია დამოკიდებულია კვლევის დასკვნაზე. მანამდე მას რამდენჯერმე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია ხერხემალზე და ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობაც გართულებულია. მისი შემდგომი ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა დამოკიდებულია კვლევის შედეგებზე. კვლევის ჩატარების შემდეგ ისევ დააბრუნეს პენიტენციურ დაწესებულებაში“, – ამბობს ადვოკატი მაგდა კოტრიკაძემ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან გამოიცა დეტალური რეკომენდაციები
შემდეგი სტატიაგოგა გულორდავა: 2 ოქტომბერს, ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ