გაბუნია – არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან გამოიცა დეტალური რეკომენდაციები

gulis eleqsiri

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ შარშან გამოსცა დეტალური რეკომენდაციები, რომლებიც ითვალისწინებს წესებს, როგორ უნდა ჩატარდეს შეხვედრა, ვის, რა პერიოდულობით უნდა ჩაუტარდეს ტესტირება, ვინ ექვემდებარება ვაქცინაციას და ეს პროცესი აქტიურია.

„სხვა დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება საარჩევნო პროცესში ამ რეკომენდაციების დაცვა. რა თქმა უნდა, მობილობის მატება, ზოგადად, არჩევნების პროცესში აღინიშნება და გასულ წელსაც ჩვენ გვქონდა იმის გამოცდილება, რომ თავად არჩევნების დღეს კი არა, ამასთან დაკავშირებული სხვა არაბუნებრივი მობილობა, ქუჩის აქციები, სხვა, ეს ყველაფეერი უფრო საზიანო აღმოჩნდა ეპიდემიური მიმდინარეობისას.

ამდენად, ჩვენ დღეს გვაქვს მოლოდინი, რომ გეგმური არჩევნების პირობებში, როდესაც ხალხი წესებს დაიცავს, არ იქნება სასიცოცხლო რისკი. წინასაარჩევნო კამპანია წესის დაცვით უნდა ჩატარდეს. ეს წესი არის მინიმალური და ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება, ყველამ დაიცვას. პირბადის გამოყენება, დისტანცირება შეხვედრების დროს, არსებობს ასევე ტექნოლოგიური გადაწყვეტები, იგივე შეიძლება გამოიყენონ საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტებმა, რომ ეს რისკები შემცირდეს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

წინა სტატიაშიეუთო ოდირის მისიამ საქართველოში 2 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის მუშაობა დაიწყო
შემდეგი სტატიაზურაბ ზვიადაური კლინიკაში გადაიყვანეს