ხათუნა ლაგაზიძე: საზოგადოებისთვის სასიცოცხლო ინტერესშია დაიცვას მედიის თავისუფლება

პოლიტოლოგი ხათუნა

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ საქართველოს საზოგადოებისთვის სასიცოცხლო ინტერესია დაიცვას მედიის თავისუფლება.

„ერთი რამ შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, მედიის თავისუფლება არის ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ამიტომ ნებისმიერი ფორსირება მედიის თავისუფლებასთან დაკავშრებულ სასამართლო პროცესებზე, შეიძლება პირდაპირ იყოს დაკავშირებული ხელისუფლების ინტერესთან. ამიტომ, საქართველოს საზოგადოებისთვის სასიცოცხლო ინტერესშია დაიცვას მედიის თავისუფლება და ამით დაიცვას საკუთარი უფლებები და ქვეყნის დამოუკიდებლობა, რადგან წინ გადამწყვეტი არჩევნები გველის, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა განსაზღვროს ამ ქვეყნის საგარეო კურსი და უსაფრთხოების გარანტიები“,- განაცხადა ლაგაზიძემ.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის თემა „შეაყარე კედელს ცერცვივით“ არის ჩვენს მთავრობისთვის
შემდეგი სტატიაზურაბ მელიქიშვილი: სამტრედიის რაიონში 9 მოსახლე შიმშილობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რთული