ზურაბ ერქვანია: ვისაც გეკონცერტებათ გაგატარებთ… მაგრამ რა გვეკონცერტება?

afxazeTi

ბერიას საიდუმლი შტაბ-ბინა ვლადიკავკაზშითურმე, აპრილში, მაისსა და ივნისში საქართველოს ისეთი ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავები ეწვევიან, როგორიც რობი უილიამსი, მარონ 5, ეროს რამაზოტი და ხოსე კარერასი არიან. 24 აპრილს თბილისში, სპორტის სასახლეში ეროს რამაზოტი გამართავს კონცერტს, 27 მაისს დინამო არენაზე რობი ვილიამსი იმღერებს, 7 ივნისს ბათუმს MAROON 5 ეწვევა, ხოლო 18 ივნისს ქუთაისს ხოსე კარერასი. კონცერტების ბილეთებს გაყიდვა მალე, სხვადასხვა საიტზე დაიწყება. როგორც ცნობილია, მათი ფასი ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება…
მითხარით ერთი, ომებწაგებულ, ტერიტორიებდაკარგულ, ოკუპირებულ და შეურცხყოფილ სახელმწიფოში რა გვეზეიმება და რა გვეკონცერტება?
მართლაც ვირტუალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ?! ქვეყანა საომარ მდგომარეობაში იყო და ატრაქციონებისა და შადრევნების გახსნას ვზეიმობდით ფეიერვერკებითა და ცაში ბუშტების აშვებით… დღეს იგივე გრძელდება. ოფიციალური მონაცემებით (!), საქართველოში 1 მილიონზე მეტი ადამიანი ღარიბია! 440 ათასი ადამიანი ღატაკია! დაახლოებით 17 %-ი სამუშაო ძალის არის დაუსაქმებელი! ბავშვთა მეოთხედზე მეტი ცხოვრობს სიღარიბეში! მოსახლეობის 53 % სოფლად ცხოვრობს, სოფლის მეურნეობაშია ჩართულია და წარმოებულ პროდუქციას ვერ ყიდის! ხანდაზმული, საარსებო წყაროს არმქონე, მაგრამ ტელევიზორის და მაცივრის მფლობელი ადამიანები ღარიბთა კატეგორიაში ვერ ხვდებოდნენ და შესაბამისად, დახმარებასაც ვერ ღებულობდნენ! უმწეოთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება! სოციალური მომსახურეობის სააგენტოს უმწეოთა ბაზაში 1.7 მლნ ადამიანია რეგისტრირებული! ოკუპირებული ტერიტორიებიდან 271 832 დევნილია რეგისტრირებული, ფაქტობრივად, ბევრად უფრო მეტი! მარტო თბილისში უფასო სასადილოებში 36 ათასამდე ადამიანი იკვებება! განა უცნობია, როგორ უჭირთ ინვალიდებს, პენსიონერებს, ომის ვეტერანებს, მარჩენალდაკარგულებს, მრავალშვილიან ოჯახებს? საშუალო ფენა ხომ ისპობა და ღარიბებს უთანასწორდება!…….
ბიუჯეტი ხალხის ფული არ არის? ხელისუფლება სამოქალაქო-საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე ფუნქციონირებს? როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემა გვაქვს და ქვეყანა თავზე გვემხობა, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან check-in georgia-სთვის საკონცერტო 29 მილიონი ლარის გამოყოფა გამართლებულია? თუ ეს კომერციაა, კომერციულმა სტრუქტურამ დააფინანსოს. თუ ეს წინასაარჩევნო პოლიტიკაა, კონცერტებით არჩევნებზე გამარჯვების იმედი ყალბი პათოსია!
ვისაც გეკონცერტებათ გაგატარებთ… მაგრამ რა გვეკონცერტება?
ზურაბ ერქვანია

banner
წინა სტატიაშიშალვა რამიშვილის მეუღლე პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიახელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გეგმავენ არჩევნების მოგებას