ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გეგმავენ არჩევნების მოგებას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ დავით ბაქრაძის განცხადებით, პრემიერის განცხადება, რომ მთავრობას არ აქვს ფული, მხოლოდ ერთს ნიშნავს – მათ იციან დაკარგეს ხალხის მხარდაჭერა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გეგმავენ არჩევნების მოგებას.

„მთავრობა, რომელიც ასეულობით მილიონს ხარჯავს საკუთარ პრემიებსა და დანამატებზე, მთავრობა რომელმაც გუშინ 30 მილიონი გამოყო კონცერტების ჩასაარებლად, დღეს გვიმტკიცებს რომ მას არ შეუძლია რამდენიმე მილიონი გამოყოს ნორმალური და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ დაკარგა ხალხის მხარდაჭრის იმედი და ისინი მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე აპირებენ არჩევნების მოგებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება აუცილებლად წააგებს არჩევნებს, ვინაიდან ყველა მთავრობამ რომელმაც დაკარგა ხალხის მხარდაჭრა არჩევნები წააგო. ამავე ბედს გაიზიარებს ოცნებაც. „

banner
წინა სტატიაშიზურაბ ერქვანია: ვისაც გეკონცერტებათ გაგატარებთ… მაგრამ რა გვეკონცერტება?
შემდეგი სტატიაუჩა კანდელაკი გერმანიის „თავისუფალი დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს, «ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის» აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა