შალვა რამიშვილის მეუღლე პირველ კომენტარს აკეთებს

შალვა რამიშვილის მეუღლე, ხატია ეკიზაშვილი სოციალურ ქსელში პირველ კომენტარს აკეთებს.

xatia

„ჩემო მეგობრებო! გარწმუნებთ, თქვენზე არანაკლებ, თუ მეტად არა, ვარ დაინტერესებული ამ საქმეზე სიმართლის დადგენით.
თუ წამოყენებული ბრალდებები ვერ დაამტკიცა ბრალმდებელმა, მაშინ ცხადია რომ ადგილი აქვს ჩემი მეუღლის ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველ, ბინძურ ცილისმწამებლურ კამპანიას.
ამ ეტაპზე, ველოდებით ტელეკომპანია “იმედი”-ს მიერ შალვას გათავისუფლების მიზეზის დასახელებას.
რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, რომელთა არსებობაც ვრცელდება…ეს ჩანაწერი სხვა მტკიცებულებებთან ერთად წარედგინება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებსა ან/და სასამართლოს და მხოლოდ შემდგომ გაირკვევა შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ნიშნებს. მანამდე კი დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას“-წერს ხატია ეკიზაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე: ეს ყველაფერი ფარსია, მთავარ კითხვას რომ არ გაეცეს პასუხი – ვინ ავრცელებს კადრებს
შემდეგი სტატიაზურაბ ერქვანია: ვისაც გეკონცერტებათ გაგატარებთ… მაგრამ რა გვეკონცერტება?