ზურაბ ჭიაბერაშვილი : კადრების ცვლილებით ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ კადრების ცვლილებით ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა. ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

„არათუ ქვეყნის განვითარების გეგმა არ აქვს, ისეთი არეულობა აქვს „ქართულ ოცნებას“, თვითონაც ვერ გარკვეულან ვინ, სად და როგორ უნდა გააგრძელოს მუშაობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში არის არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ პოლიტიკური კრიზისი. ასე უბრალოდ კადრების ცვლილებით ქვეყანა ამ კრიზისიდან ვერ გამოვა და აუცილებელია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს, ეს უნდა მოხდეს არჩევნებზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კონსულტაციები გაიმართა
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი : მნიშვნელოვანია, აშშ-ის რუსეთთან ურთიერთოების დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს