დავით ზალკალიანი : მნიშვნელოვანია, აშშ-ის რუსეთთან ურთიერთოების დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, აშშ-ის რუსეთთან ურთიერთოების დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს. ამის შესახებ ზალკალიანმა ტრამპისა და პუტინის დაგეგმილი შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მოხდეს აშშ-ს რუსეთთან ურთიერთოების დღის წესრიგში. ამაზე ვმუშაობთ 24 საათის განმავლობაში. ჩვენი დიპლომატიური კორპუსი ამ მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს დგამს. ვისაუბრეთ ამ საკითხზეც გერმანელ პარტნიორებთან და გვაქვს მათი მხრიდან სრული გაგება“, – განაცხადა გერმანიაში ვიზიტით მყოფმა დავით ზალკალიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივლისს ჰელსინკიში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი : კადრების ცვლილებით ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი : რუსულ პროპაგანდაზე ჩვენი პასუხი არის კონკრეტული შედეგების დემონსტრირება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გზაზე