არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კონსულტაციები გაიმართა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მმართველ გუნდში გაიმართა.

ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძემ არ დააკონკრეტა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობას დატოვებს თუ არა.

„გთხოვთ, ცოტა ხნით დაელოდოთ, დღის მეორე ნახევარში, აჭარის მთავრობის მხრიდან ახალი ოფიციალური ინფორმაცია გახდება ცნობილი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობას ტოვებს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დღეს ზურაბ პატარაძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, ეხება თუ არა აღნიშნული ბრიფინგი გავრცელებულ ინფორმაციას.

banner
წინა სტატიაშიუშიშროების საბჭოს მდივანი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი : კადრების ცვლილებით ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოვა