ზურაბ ჭიაბერაშვილი: 2.50-იან კურსზე გათვლილი ბიუჯეტი მიუთითებს, რომ მთავრობას არ სჯერა კურსის დაწევის

news
ავტ.: news დეკემბერი 1, 2016 19:41

ზურაბ ჭიაბერაშვილი: 2.50-იან კურსზე გათვლილი ბიუჯეტი მიუთითებს, რომ მთავრობას არ სჯერა კურსის დაწევის

2.50-იან კურსზე გათვლილი ბიუჯეტი მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი პარლამენტში დაარეგისტრირეს. ბიუჯეტის დამტკიცება დეკემბრის ბოლომდე უნდა მოესწროს და უკვე ცნობილია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები დოკუმენტში აღარ შევა.

მთავარ პრიორიტეტები განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა იქნება, ხარჯვითი ნაწილი კი მილიარდ ნახევრით გაიზრდება. აქ ასახულია ის 65 მილიონიც, რაც მთავრობის ახალი ინიციატივის მიხედვით, იპოთეკური სესხების სუბსიდირებას უნდა მოხმარდეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბიუჯეტში ქართული ოცნების ყველა წინასაარჩევნო დაპირება აისახა, რასაც არ ეთანხმებიან საპარლამენტო უმცირესობაში.

“2.5 -ზე რომ არის გათვლილი, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ მთავრობას არ სჯერა, რომ კურსმა შეიძლება დაიწიოს. მთავრობაში ყველაზე უკეთესად იციან, რომ უბრალოდ ხედვა არ აქვთ და შესაბამისად, არ აქვთ გეგმა, რა უშველონ ეკონომიკას და ლარს. როცა ამბობენ, რომ 10%-ით ხდება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, ამას აკეთებენ ისევ ქვედა რგოლის თანამშრომლების ხარჯზე. ისინი, ვინც მუქთახორებად ასხედან ქვედა ბიუროკრატიას ზემოთ, იმათ არაფერიც არ აკლდებათ, ახლა მთავარი პრობლემა არის, რომ სწორედ ასეთი ხარჯი უნდა მოკლებულიყო და ამის ხარჯზე უნდა შემცირებულიყო ბიუჯეტის დეფიციტი და თვითონ ბიუჯეტი. ეკონომიკა რომ გაიზარდოს, ამისთვის ხალხში უნდა ჩარჩეს მეტი ფული,“ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნაში არის შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა და ის, რაც დღეს ხდება სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მოქალაქეები ღარიბდებიან. ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ ეს მდგომარეობა არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც “ბიძინა ივანიშვილის მთავრობა 4 წლის განმავლობაში ატარებს”.

news
ავტ.: news დეკემბერი 1, 2016 19:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,293
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics