(VIDEO) გიორგი აბაშიშვილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილს, მსახიობ მარიამ დაბოს ღირსების ორდენი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილს, ცნობილ ბრიტანელ მსახიობს მარიამ დაბოს, რომელიც საქარველოში თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში იმყოფება, ღირსების ორდენი გადასცა.

მარიამ დაბოს გიორგი აბაშიშვილმა უმასპინძლა და პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერებინა.

ცნობილი მსახიობი მარიამ დაბო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდებით 2014 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ხელშეწყობისა და ქართული კინოს პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დააჯილდოვა. აღნიშნული ჯილდო კი, ცნობილ მსახიობს ადმინისტრაციის უფროსმა დღეს გადასცა.

https://www.youtube.com/watch?v=Zxe5i5dkRX8&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიარჩილ მესტვირიშვილი: ლარის დიდი გაუფასურება მომავალში უბრალოდ ვერ იქნება
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი: 2.50-იან კურსზე გათვლილი ბიუჯეტი მიუთითებს, რომ მთავრობას არ სჯერა კურსის დაწევის