“პოლიტიკური შეცდომა იყო, როდესაც სააკაშვილმა გირგვლიანის საქმის გამო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა”

პოლიტიკური შეცდომა იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა, – ამის შესახებ სასამართლოზე დაკითხვისას განახცადა, სადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებულ ბრალთან დაკავშირებით დაიკითხა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მოყვა, რომ ის შეხვდა 2006 წელს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, სადაც სააკაშვილმა უთხრა, რომ აპირებდა ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის ფინანსთა მინისტრად დანიშნვას.

„ფინანსთა მინისტრად შესაძლო დანიშვნას ჩემი უკმაყოფილება მოყვა და სააკაშვილის ვუთხარი, რომ თუ ის მერაბიშვილს ამ თანამდებობაზე დანიშნავდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადავდგებოდი, თუმცა ეს ასე არ მოხდა“, – განაცხადა ნოღაიდელმა.

მოწმის განცხადებით, მუდმივად იყო მათ შორის სამთავრობო წრეებშიც საუბარი, რომ სააკაშვილი იყო დაპირებული მომხდარიყო ბრალდებული პირების შეწყალება.

ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის საკითხთან დაკავშირებით, ის ესაუბრა პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძესაც და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსაც.

პროცესის შემედეგ დაცვის მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია. პროკურორმა განაცხადა, რომ მოწმემ დაადასტურა, ის გარემოება, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადენლები გირგვლიანის მკველობაში მსჯავრდებულების შეწყალების საკითხს განიხილავდნენ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი: 2.50-იან კურსზე გათვლილი ბიუჯეტი მიუთითებს, რომ მთავრობას არ სჯერა კურსის დაწევის
შემდეგი სტატია(video) რაულ ხაჯინმა დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდა