ზურაბ აბაშიძემ რუს კოლეგასთან შეხვედრაზე ახალი ტერიტორიების მიტაცება გააპროტესტა

პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ახალი ტერიტორიების მიტაცება რუს კოლეგასთან შეხვედრაზე გააპროტესტა. აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებებისას საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მდგომარეობას და საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლების პრობლემებს.

„მე დასაწყისში ხაზი გავუსვი ჩვენს დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის უხეში ხელყოფა. ყოვლად მიუღებელი ხდება ამ რეგიონების მილიტარიზაცია, ადამიანის უფლებების დარღვევა და ყოველივე ეს ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ რეგიონის უსაფრთხოებას,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძემ ბიბილოვის მოსკოვში ვიზიტზეც ისაუბრა.

banner
წინა სტატიაში1 დოლარი 2.7268 ლარი ღირს
შემდეგი სტატიანაკაწრები და სილურჯეები სახეზე – 3 წლამდე ბავშვის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო