ზუგდიდში სკოლა 121-მა პენსიონერმა პედაგოგმა დატოვა – რა კომპენსაციას მიიღებენ ისინი

ზუგდიდის საჯარო სკოლებში 121-მა პენსიონერმა პედაგოგმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ისინი სახელმწიფოსგან ორი წლის ხელფასს მიიღებენ. ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახა ფარცვანიამ განაცხადა,რომ რაც შეეხება გამოსაცხადებელ ვაკანსიებს, ზუსტი რაოდენობა,მისი თქმით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, შესაძლებლობა აქვთ, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ.

ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში მათ შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.

banner
წინა სტატიაში„დღეიდან სულ რუსთავი მექნება ჩართული!“- ემზარ კვიციანი
შემდეგი სტატია„რაინეართან“ შეთანხმებულები ვართ 12 ახალ მიმართულებაზე, მათ შორის არის ევროპის სხვადასხვა მიმზიდველი და საინტერესო ქალაქი