„დღეიდან სულ რუსთავი მექნება ჩართული!“- ემზარ კვიციანი

ამიერიდან ემზარ კვიციანი სულ „რუსთავი-2“ – ის ყურებას აპირებს – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით ის მზადაა ნებისმეირ დროს არხის რესპონდენტი იყოს.

„ჩემი ბლოკიც მოხსნილი აქვს დღეიდან რუსთავი 2-ს! ნებისმიერ დროს მზად ვარ რუსთავი 2 ის რესპოდენტი ვიყო!. პირველად ვდგები ეხლა და მივდივარ ტელევიზორის ჩასართავად. სულ რუსთავი მექნება ჩართული!“ – დაწერა მან.

გუშინ, 20 აგვისტოს, პაატა სალიას მიერ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა.

სალიას პრესკონფერენციის დასრულებისთანავე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების შესახებ პაატა სალიას ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგო.

არხიდან გათავისუფლებული ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან ქიბარ ხალვაში არ უყვარს.

არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ სამსახურიდან კიდევ რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდება.

არხის მთავარმა ტელეწამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა რუსთავი2 პირდაპირ ეთერში დატოვეს.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ გასაკვირი არაფერია.

ნიკა გვარამია „რუსთავი2“-დან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ახალ არხზე ელოდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში სკოლა 121-მა პენსიონერმა პედაგოგმა დატოვა – რა კომპენსაციას მიიღებენ ისინი