ზუგდიდში, სავარაუდოდ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შუა ხნის მამაკაცმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო.

მეზობლები ამობენ, რომ ოჯახს ფინანსური პრობლემები არ ჰქონია. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე საჯარო სექტორში იყო დასაქმებული , თავად კი სეზონურად სვანეთში მუშაობდა, თუმცა ბოლო 6 თვეა სვანეთში არ წასულა.

მეზობლები ასევე, ამბობენ, რომ მამაკაცი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო და სიმთვრალეში მას თვითმკვლელობა არაერთხელ უცდია.

თვითმკვლელობის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია