აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა

აჭარაში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, მათგან 4 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.

“ისინი ჯერ ვერ დატოვებენ კლინიკას, რადგან უნდა გაკეთდეს კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა კვლევები. თუ კლინიკურადაც ყველაფერი იქნება რიგზე, დაწესებულება მიიღებს გადაწყვეტილებას, დატოვებენ თუ არა ისინი სამედიცინო დაწესებულებას”, – თქვა მიქელაძემ “მაესტროსთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშილელა ქაჯაია: დავიწყეთ მუშაობა მორიგ PCR კვლევებზე და გვაქვს სამი რეგიონის პაციენტების ბიოლოგიური მასალა
შემდეგი სტატიაზუგდიდში, სავარაუდოდ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა