მოსამართლის გადაწყვეტილებით, პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც “ვივა მედიდან” მიხეილ სააკაშვილის ჩართვის დასრულების შემდეგ, დარბაზში მყოფებმა სხდომა შეძახილებით – “მონებო”, “გაათავისუფლეთ უდანაშაულო პრეზიდენტი” დატოვეს.

მოსამართლის განმარტებით,მსგავსი ქცევები სასამართლოს მიმდინარეობას ხელს უშლის და წესრიგის დაცვის მიზნით, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება.

პიჯაკების საქმის მორიგ სხდომაზე დღეს ჩვენებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აძლევს, რომელიც წარსულში საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი იყო.

აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს
შემდეგი სტატიაკობახიძე – ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს