სალომე ზურაბიშვილი: ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია.

პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლაბორატორიაზე თავდასხმა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება აღიქმება, როგორც საქართველოსა და მისი მიღწევების დისკრედიტაციის მცდელობა.

„ბოლო დროს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია.

დღეს პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე როგორც მანამდე ლუგარის ცენტრის სამეცნიერო მიღწევები და მისი უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს დაფასებას და მადლიერებას იმსახურებს.

ცენტრის გამოცდილებამ, ამერიკელ პარტნიორებთან მისმა მრავალწლიანმა თანამშრომლობამ და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობამ განაპირობა საქართველოს წარმატება პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე.

სწორედ ამიტომ ლაბორატორიაზე თავდასხმა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება აღიქმება, როგორც საქართველოსა და მისი მიღწევების დისკრედიტაციის მცდელობა.

მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ლუგარის ლაბორატორიის, მისი ხელმძღვანელობის, თანამშრომლების საქმიანობის მნიშვნელობას და როლს კრიზისის მართვასა და დაძლევაში.

მინდა, რომ ჩემი და საზოგადოების სახელით მათ მადლობა ვუთხრა“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, სავარაუდოდ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლუგარის ლაბორატორიაზე ჩინურ მედიაში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩინეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა