ზუგდიდში სავარაუდოდ ე.წ. ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ზუგდიდში სავარაუდოდ ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. პაციენტი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მკურნალობდა, გუშინ გარდაიცვალა.

ამჟამად გრიპის სიმპტომებით ზუგდიდის საავადმყოფოში 19 ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 19-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.

banner
წინა სტატიაში“აღვიქვამ, როგორც მუქარას” – სერგო მეთოფიშვილი ეკა ბესელიას პასუხობს
შემდეგი სტატიაგორის მერის მოადგილე თანამდებობიდან გადააყენეს და ხოჯევანიშვილის გუნდის წევრით ჩაანაცვლეს