“აღვიქვამ, როგორც მუქარას” – სერგო მეთოფიშვილი ეკა ბესელიას პასუხობს

ბესელია მეთოფიშვილის წინააღმდეგ – დეპუტატის განცხადებას მოსამართლე პასუხობს. სერგო მეთოფიშვილი დეპუტატის განცხადებას, როდესაც ბესელიამ აღნიშნა, რომ მოსამართლის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს, მუქარად აღიქვამს.

მეთოფიშვილი ეკა ბესელიას მოუწოდებს, რომ მედიასთან განცხადებების გაკეთების ნაცვლად, მართლაც შეიტანოს სარჩელი.

„მე უბრალოდ ვურჩევდი ქალბატონ ეკა ბესელიას, რომ ორი დღეა, გუშინწინ და გუშინ, ლაპარაკობდა, რომ ვუჩივლებო – მიჩივლოს. მგონი, ასე აჟიტირებულად ორი დღის განმავლობაში ერთი და იგივე პრესასთან და მედიასთან საუბარს სჯობია, წყნარად მიიტანოს საჩივარი და დაელოდოს შედეგს განხილვის. ვინაიდან ასე აჟიტირებულად ორი დღე მედიასთან ამის განცხადებას აღვიქვამ, როგორც მუქარას. მე გუშინაც ვთქვი, დღესაც ვიმეორებ, არ შემეშინდება, ისევ გავაგრძელებ ჩემს უფლებამოსილებას, ისევ გავაგრძელებ ჩემს მოვალეობას. როგორც საბჭოს წევრს, მევალება, დავიცვა სასამართლო სისტემა, რასაც ვაკეთებ,“ – განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების დაწყებას მოითხოვს. დეპუტატის განცხადებით, ეს იქნება მაგალითი ყველა მოსამართლისთვის, რათა მათ არასოდეს მისცენ თავს უფლება პოლიტიკურ პროცესებში ღიად ჩაერთონ.

banner
წინა სტატიაშიმმართველი გუნდის წევრები ერთმანეთს, ივანიშვილის გარეშე, ხვალ შეხვდებიან
შემდეგი სტატიაზუგდიდში სავარაუდოდ ე.წ. ღორის გრიპით ერთი ადამიანი გარდაიცვალა