ზუგდიდში სასურსათო მარკეტში გუშინ მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია

ზუგდიდში სასურსათო მარკეტში გუშინ მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია.  პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან ცხელ კვალზე დააკავა 1 პირი. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით გრძელდება.

ზუგდიდში გამსახურდიას ქუჩაზე არსებული სურსათის მაღაზია 21 დეკემბერს დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია 350 ლარი. მაღაზიის გამყიდველის თქმით, ბოროტმოქმედს ე.წ.”დუბინკა” ეჭირა ხელში და მუქარით და სიცოცხლის ხელყოფის ბრალდებით სალაროდან 350 ლარი აიღო.  დაკავებული 1997 წელს დაბადებული გ.შ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

 

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდებულ ოთხ პირს პატიმრობა განესაზღვრა, თორნიკე ქვათაძე კი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე:ბიპოლარიზაცია მართლმადიდებლობაში