ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდებულ ოთხ პირს პატიმრობა განესაზღვრა, თორნიკე ქვათაძე კი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

​რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე, ის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი გუშინ წარედგინა.

ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში ორი პირია მიცემული, ტატო ღარიბაშვილი და გიორგი სოლოღაშვილი. რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს და კახა ჩხეტიანს მათ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა, გიორგი სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ ცოტნე გამსახურდიას დანა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მან დაარტყა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე – ანაკლიის პორტსა და ქალაქს აუცილებლად ავაშენებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ
შემდეგი სტატიაზუგდიდში სასურსათო მარკეტში გუშინ მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია