სასწრაფოდ:ზუგდიდში პოლიციელი საკუთარ სახლთან დაჭრეს

XASIAზუგდიდში დისლოცირებული განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს თანამშრომელი ზაზა ხასია უცნობებმა საკუთარ სახლთან დაჭრეს. როგორც “თაიმერს” აცნობეს, პოლიციელი თავდამსხმელებმა სახლიდან გამოიყვანეს და გულ-მკერდის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. დაჭრილ პოლიციელს ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია უკეთდება.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს.

TIMER.GE

banner
წინა სტატიაშიბრიუსელის ტერაქტი: აბრინმა აღიარა რომ “ქუდიანი” არის თვითონ
შემდეგი სტატიათავის თავს უწოდებს ქინძს და სწორემ ამ ბატონი ქინძის განცხადებას მინდა გამოვეხმაურო