თავის თავს უწოდებს ქინძს და სწორემ ამ ბატონი ქინძის განცხადებას მინდა გამოვეხმაურო

საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნია

საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნიასაპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცრუობს.

როგორც მან „ქრონიკის სტუდიაში“ განაცხადა, ექსპრეზიდენტის განცხადებებს რაიმე მნიშვნელოვანი გამოხმაურება არ უნდა მოყვეს, მაგრამ მისი აზრით, სააკაშვილის განცხადება ერთგვარად აყალიბებს სახეს, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა.

„თავის თავს უწოდებს ქინძს და სწორემ ამ ბატონი ქინძის განცხადებას მინდა გამოვეხმაურო. ეს იყო ერთგვარი იდეოლოგია. დააკვირდით რას ამბობს, თავის თავს უწოდებს და მეც ვიტყვი, დააკვირდით ამ ბატონი ქინძის განცხადებას”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა, რაზეც მას გადაცემის წამყვანმა, ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ კორექტულობისკენ მოუწოდა.

„ამ შემთხვევაში ვეყრდნობი მისივე განცხადებას. არ მჩვევია მსგავსი რამ, მაგრამ მისი განცხადების ფონზე სხვა სიტყვას ვერ ვიტყოდი. რა თქვა მიხეილ სააკაშვილმა?! – რომ გმობს ამ ფაქტს და არ იცოდა ეს თავისი მმართველობის პერიოდში. ერთგვარად ტაბუს ადებს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რა კარგი გაუკეთებია ვინმეს, მისი ადგილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არისო.

პირველ რიგში ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ცრუობს, რადგან ვერც ერთი ჩინოვნიკი და ვერც ერთი მაღალი თანამდებობის პირი ვერ გაბედავდა მის გარეშე და პოლიტიკური ლიდერების გარეშე ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღო და თვალთვალი განეხორციელებინა პოლიტიკოსებზე“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებაზე განცხადება გუშინ გაავრცელა.

განცხადების თანახმად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობამდე, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ გამოქვეყნებულა და პოლიტიკური შანტაჟისა და ანგარიშსწორებისთვის მათი გამოყენება არ მომხდარა.

„ქართული ოცნება“ და განსაკუთრებით, მისი ლიდერი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი ივანიშვილი, იმთავითვე ამ მეთოდს იყენებდნენ პოლიტიკურ ბრძოლაში. ამგვარად მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და მთელი მისი მმართველობის განმავლობაში, დღემდე, უარი არ უთქვამს ამ უბინძურესი მეთოდის გამოყენებაზე. დარწმუნებლი ვარ, ბოლო პერიოდის ვიდეო ტერორიზმიც მათი ხელწერაა“, – ნათქვამია ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისასწრაფოდ:ზუგდიდში პოლიციელი საკუთარ სახლთან დაჭრეს
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი:აღნიშნული პირები ფარული ჩანაწერების შექმნასთან არიან კავშირში