ბრიუსელის ტერაქტი: აბრინმა აღიარა რომ “ქუდიანი” არის თვითონ

21 (1)პარიზის და ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილმა მოჰამედ აბრინმა აღიარა, რომ აეროპორტში ვიდეო-კამერების მიერ დაფიქსირებული ქუდიანი, რომელიც ორ სხვა თვითმკვლელთან ერთად მიდის, არის თვითონ.

გუშინ ბრიუსელში დაწყებული რეიდების ფარგლებში ერთდროულად რამდენიემე პირი დააკავეს, რომლებიც პარიზის და ბრიუსელის ტერაქტებში არიან ეჭვმიტანილი. აბრინთან ერთად ტერორიზმის ბრალდება მის სამ სავარაუდო თანამზრახველს წაეყენა, რომელთა სრული სახელები არ ქვეყნდება. მამაკაცი, სახელად ოსამა კ, ადგილორივი მედიის ცნობით, ბრიუსელის მეტროს ტერაქტში მონაწილეობდა.
31 წლის აბრინი, რომელიც მაროკოელი ბელგიელია, სალახ აბდესლამთან ერთად დააფიქსირეს კამერებმა ბენზო გასამართ სადგურში – პარიზის ტერაქტამდე.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის ტერაქტების სერია 22 მარტს მოხდა, რომელსაც 35 ადამიანი ემსხვერპლა და 340-მდე დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშიკემერონი ოფშორულ სკანდალზე: მე არასწორი რეაქცია მქონდა
შემდეგი სტატიასასწრაფოდ:ზუგდიდში პოლიციელი საკუთარ სახლთან დაჭრეს