ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, ფაიფურის დასახლების ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

არსებული ინფორმაციით, 1955 წელს დაბადებული ვ. ს. რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეზობლებმა სამართალდამცველები გამოიძახეს.

თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. გარდაცვლილის შვილი ამბობს, რომ მამას გული აწუხებდა.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115 – ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მოყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიჯერ ჩემი შვილის მკვლელები დააკავონ და მერე ჩემი მეუღლე, თუ რამე აქვს ჩადენილი
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-საბერძნეთში 28 წლის ქართველი გოგონა მოკლეს