ექსკლუზივი-საბერძნეთში 28 წლის ქართველი გოგონა მოკლეს

საბერძნეთში 28 წლის ქართველი გოგონა მოკლეს. მკვლელობა დღეს დილით ათენის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. ნაქირავებ ბინაში გოგონას ცხედარი ჯერ მცირეწლოვანმა შვილმა, ხოლო შემდეგ დედამ აღმოაჩინა. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა ყოფილმა ქმარმა, ასევე წარმოშობით ქართველმა გაგუდა. გვამს ძალადობის კვალიც აღენიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელმა ყოფილი ცოლის ბინაში მალულად, გასაღების გამოყენებით, გამთენიისას შეაღწია.

ცნობილია სავარაუდო მოტივიც- გოგონა ყოფილ ქმართან თანაცხოვრების წინააღმდეგი იყო.

ამ წუთებში ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. მკვლელობაში ეჭვმიტანილზე კი ათენის პოლიციამ ძებნა გამოაცხადა. უცნობია, როდის გადმოასვენებენ გოგონას ცხედარს სამშობლოში

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაგიორგი შენგელია სანდრა რულოვსს დებატებში იწვევს