ზუგდიდში ენმ-ის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ლიდერობს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში, ენმ-ის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია ლიდერობს. მას დათვლილი ხმების 48,17% აქვს.

რაც შეეხება ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, მამუკა წოწერიას, მან ხმების 40,1% მიიღო.

ცესკოს 07:00 საათის ინფორმაციით, ზუგდიდში 106 უბნიდან დათვლილია 46 უბანი, რაც წარმოადგენს ხმების 42,2%-ს.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: სააკაშვილის “ტრიუკმა” სერიოზულად დააზიანა ოპოზიცია
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა