გია ხუხაშვილი: სააკაშვილის “ტრიუკმა” სერიოზულად დააზიანა ოპოზიცია

“1. ხელისუფლებამ გადაწყვიტა მთავარი ამოცანა – მიშელის შეთანხმებით განსაზღვრულ 43%-იან დათქმას აქტუალობა დაუკარგა. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას დასავლეთის მხარდაჭერით პირდაპირი საფუძველი გამოეცალა.
2. პოლიტიკურად მნიშვნელოვან ოლქებში, პირველ რიგში დიდ ქალაქებში, გაჩნდა უზურპირებული ძალაუფლების გარღვევის შანსი.
3. თბილისზე, როგორც პოლიტიკური ცხოვრების ცენტრზე, ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი, რაც მინიმუმ იმის წინაპირობაა, რომ სრულად პროპორციულ არჩევნებს ხელისუფლება ცალსახად წააგებს.
4. სააკაშვილის “ტრიუკმა” სერიოზულად დააზიანა ოპოზიცია (არა ნაც.მოძრაობა), რომლის ჯამური შედეგი შესაძლოა 5-7%-ით მეტი ყოფილიყო. ეს მოხდა იმიტომ, რომ მის მიერ გამოცხადებულმა მობილიზაციამ ავტომატურად შექმნა მეორე პოლუსის მობილიზაციის საფუძველი, რომელიც ტრადიციულად უფრო დიდი აღმოჩნდა”,-წერს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბათუმში მოსალოდნელია მეორე ტური
შემდეგი სტატიაზუგდიდში ენმ-ის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ლიდერობს