ზუგდიდში, დაკავების მცდელობისას, აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა

ზუგდიდში, სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციაზე პოლიციამ დაკავებები დაწყება სცადა, თუმცა იმის გამო, რომ აქციის ერთერთი მონაწილე – კახა კვეკვესკირი შეუძლოდ გახდა, არავინ დაუკავებიათ.

აქტივისტებმა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის სახლის წინ კარავი გაშალეს, რასაც ინციდენტი მოჰყვა.

“ვინც გააყალბა არჩევნები, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ეს არის მერი დ გუბერნატორი, – უნდა შეიქმნას იმის პრეცენდენტი, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ აიძულოს ხელისუფლება, წავიდეს დათმობაზე”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაციხისძირში ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებულია