გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადასტურებს, რომლის პროფესორიც იყო გიორგი ოთხმეზური.

“ბატონ გიორგის მრავალი წელი აკავშირებდა უნივერსიტეტთან, ისტორიის მიმართულების სტუდენტების უამრავმა თაობამ გაიარა მის თვალწინ, აღზარდა არაერთი შესანიშნავი ისტორიკოსი. ძალზედ დიდია მისი დამსახურება საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის შესწავლისა და განვითარების მიმართულებით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, სტუდენტებს”, – წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისრული ბოდვა გავრცელდა, თითქოს ჩუმ-ჩუმად ქართულ ოცნებაში დავდიოდი, რაც სრული სისულელეა: ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაზუგდიდში, დაკავების მცდელობისას, აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა