ზუგდიდში, ცენტრალური სტადიონის მშენებარე შენობაში ჭერი ჩამოინგრა

ზუგდიდში, ცენტრალური სტადიონის მშენებარე შენობაში ჭერი ჩამოინგრა.

სტადიონის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, სამუშაოებს კომპანია „დაგი“ ახორციელებდა.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა აცხადებს, კომპანიას აქვს გარკვეული ვადა ხარვეზების აღმოსაფხვრელად, მომხდართან დაკავშირებით კი, მათთან კომუნიკაცია უკვე შედგა და კომპანიას პრობლემის მოგვარება დაევალა.

„ჩვენთვის ცნობილია ეს ფაქტი და უწყება პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობს. კომპანია „დაგმა“ შეცდომა უნდა გამოასწოროს“, – განაცხადა მაიზერ ნანავამ.

სტადიონის პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია. პროექტის დამკვეთი კი, ქალაქ ზუგდიდის მერიაა.

banner
წინა სტატიაში“დღე არ გასულა ისე, რომ არ მეფიქრა შარლოტას დაღუპვაზე”-რა უთხრა ჯეკ შეპარდმა ქართველ მოსამართლეს
შემდეგი სტატიაჟურნალისტი ლევან ჩხაიძე საქართველოში ჩამოასვენეს