“დღე არ გასულა ისე, რომ არ მეფიქრა შარლოტას დაღუპვაზე”-რა უთხრა ჯეკ შეპარდმა ქართველ მოსამართლეს

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ჯეკ შეფერდი დღეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა.

“ჩავბარდი, რომ გაირკვეს სიმართლე,”- ამბობს მკვლელობაში ბრალდებული.

მან მოსამართლეს მცირე განცხადებით მიმართა:

“დღე არ გასულა ისე, რომ არ მეფიქრა შარლოტას დაღუპვაზე და იმაზე, თუ რა გავლენა ჰქონდა ამას მის ოჯახზე. ამ შემთხვევის შემდეგ დეპრესიული განწყობა მქონდა, ამიტომაც ამაზე საუბარს ვერ ვახერხებდი. ჩავბარდი, რომ გაირკვეს სიმართლე”, – განაცხადა შეფერდმა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში რუსეთის მოქალაქე საკუთარ სახლში მოკლეს
შემდეგი სტატიაზუგდიდში, ცენტრალური სტადიონის მშენებარე შენობაში ჭერი ჩამოინგრა