ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე საქართველოში ჩამოასვენეს

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე (ჯაკო) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტიდან დღეს ჩამოასვენეს. აეროპორტში მისი ოჯახის წევრები და კოლეგები იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტის პანაშვიდი 26 იანვარს წყნეთში, გურამიშვილის N6-ში გაიმართება.

ლევან ჩხაიძეს კვირას, 27 იანვარს, 15:00 საათზე, ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში 21 იანვარს გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, ცენტრალური სტადიონის მშენებარე შენობაში ჭერი ჩამოინგრა
შემდეგი სტატია“არ მინდა, დავიჯერო, რომ ჟურნალისტები ასეთი დაუცველები ვართ” – დავით ერაძე გამოკითხვაზე იმყოფება