ზუგდიდში, 21-ე უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და ოპოზიციის წევრი ანა წითლიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ზუგდიდში, 21-ე საუბნო საარჩევნო კომისიასთან ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ანა წითლიძე.

ინციდენტი გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ საარჩევნო უბანთან რამდენიმე პირს საარჩევნო სიების ქსეროასლი ჰქონდა.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა ანა წითლიძემ ამ დარღვევებზე პასუხის გაცემა სთხოვა „ქართული ოცნების“ კოორდინატორს, რის შემდეგაც კოორდინატორმა მას ხელი ჰკრა.

სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

ამავე უბანზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. რამდენიმე უცნობმა პირმა ჟურნალისტების კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდათ აღნიშნული სიები, პასუხად განაცხადეს, რომ „პასუხი უნდა მოვკითხოთ „რუსთავი 2“-ის გერნერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას“.

ამ წუთებში 21-ე საუბნო-საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები – გრიგოლ ვაშაძე და რომან გოცირიძე მივიდნენ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ზუგდიდში განსაკუთრებულად ბევრი დარღვევა დაფიქსირდა, მათგან უმთავრესი კი ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებია.

ამ წუთებში საარჩევნო 21-ე საარჩევნო უბანზე სიტუაცია განმუხტულია და არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდამკვირვებელმა ჟურნალისტებს აჩვენა სიები, რომლებითაც “ოცნება” ამომრჩეველს აკონტროლებს
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე – უკვე დაიწყო სპეცოპერაცია – კრიმინალების მობილიზება – ერთ ფაქტს არ ვაპატიებთ! დამერწმუნეთ, პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ