დამკვირვებელმა ჟურნალისტებს აჩვენა სიები, რომლებითაც “ოცნება” ამომრჩეველს აკონტროლებს

თავისუფალი ზონის წევრმა, გიორგი მათიაშვილმა ჟურნალისტებს აჩვენა სიები, რომლებითაც, მისი თქმით, მმართველი გუნდი ზუგდიდში ამომრჩეველს აკონტროლებს.

“ამ ფურცელზეა ყველა მონაცემი, ვინ უნდა მოიყვანონ და რეკომენდატორები ყავთ სახელ-გვარებით მითითებული, იეროგლიფებით აქვთ აღნიშნული, ალბათ თვითონ უკეთ იციან.

პლუსებით არის აღნიშნული, ვინ მოვიდა თავისიანი, ესენი უდევთ დაბლა, დგანან შიგნით, ეწევიან აგიტაციას.

აქ კიდევ ერთხელ როგორი ჟარგონები წერია – ბირჟას აკონტროლებს მურმან კაკულია, ყველა მონაცემია აქ, მანქანის ნომრები”, – თქვა მან.

 

banner
წინა სტატიაშიპოლიციის პიკაპი, ფარებით და ხელკეტებით დატვირთული (ვიდეო)
შემდეგი სტატიაზუგდიდში, 21-ე უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და ოპოზიციის წევრი ანა წითლიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ