გრიგოლ ვაშაძე – უკვე დაიწყო სპეცოპერაცია – კრიმინალების მობილიზება – ერთ ფაქტს არ ვაპატიებთ! დამერწმუნეთ, პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ

უკვე დაიწყო სპეცოპერაცია – კრიმინალების მობილიზება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდის 18-ე საოლქო საარჩევნო უბანთან, არჩევნების მიმდინარეობის პროცესის კომენტირებისას განუცხადა.

ვაშაძის ინფორმაციით, “რუხში დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები, კოკში კრიმინალებმა ცემა-ტყეპა დაიწყეს, 18-ე უბანზე 50 ბანდერლოგი ფირსირდება, რომელთაც აქვთ მითითება, როდის დაიწყონ სპეცოპერაცია“.

“ამის მიუხედავად, არის 5 000 დამკვირვებელი, 200-ზე მეტი ლაივ -კამერა, 300-ზე მეტი დრონი და სტაციონარული კამერა – ერთ ფაქტს არ ვაპატიებთ! დამერწმუნეთ, პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ. არასამთავრობო ორგანიზაციები და ეუთო ისეთ დასკვნას გააკეთებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაკეთებული დასკვნები დედის იავნანად მოეჩვენებათ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში, 21-ე უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და ოპოზიციის წევრი ანა წითლიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე ოპონენტებს – გაფრთხილებთ, არ გაბედოთ არც ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი