ზუგდიდის წისქვილკომბინატიდან საქართველოს სხვა რეგიონებში პურის ფქვილის გატანა გაზრდილია

ზუგდიდის წისქვილკომბინატ „ცერერას“ დირექტორის ბესო ხაინდრავას ინფორმაციით,საწარმო სამმაგი დატვირთვით მუშაობს და საგანგებო რეჟიმში მუშაობს.დაფქვილი პურის ფქვილი კი ზუგდიდიდან საქართველოს რამდენიმე ქალაქში გააქვთ.
ორი თვის მარაგი გვაქვს ზუგდიდში,თუმცა ავღნიშნავ, რომ სამმაგი დატვირთვით ვმუშაობთ,კორონავირუსის გავრცელების შემდეგ…დეფიციტი ჯერ არ გვაქვს… საპანიკო არაფერია,მინდა დავამშვიდო ზუგდიდელები,რამდენიც გადის ზუგდიდიდან ხორბალი,იმაზე მეტი შემოდის. ამ დროისთვის ვაგზავნით ფქვილს ხობში,ფოთში,სენაკში,თელავში,ახალციხეში,გორში,თბილისში და სხვა ქალაქებში. მოგეხსენებათ,ქუთაისში,ზესტაფონში,თელავში არ არის წისქვილკომბინატი და ამიტომ აქედან ზუგდიდიდან მარაგდებიან,ასევე არ გაზრდილა ჯერჯერობით ხორბალზე ფასი“,- ამბობს ხაინდრავა.
დილიდან მოსახლეობაში გაჩნდა პანიკა,რომ ზუგდიდიდან პურის ფქვილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჰქონდათ და ქალაქში პურის ფქვილის დეფიციტი შეიქმნებოდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი – პრემიერის დავალებით, პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების ადგილობრივი წარმოება უკვე დაიწყო
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ჩინეთსა და კორეასთან აწარმოებს