ირაკლი ჩიქოვანი – პრემიერის დავალებით, პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების ადგილობრივი წარმოება უკვე დაიწყო

პრემიერ-მინისტრის დავალებით უკვე დაიწყო ადგილობრივი წარმოება პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ეს მოგცემს საშუალებას, რომ პირველ რიგში, დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნილება, რომელიც გააჩნიათ კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს და შემდგომ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანის, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.

პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზაობას, შესაძლო გართულებასთან დაკავშირებით.
„როგორც იცით, სახელმწიფოს სექტორში უკვე გათავისუფლებულია საწოლი ადგილები, თუმცა ასევე არსებობს შეთანხმება კერძო სექტორთან, რომ საჭიროების შემთხვევაში 48 საათის განმავლობაში შეიქმნება კიდევ დამატებითი სიმძლავრეები, რომელიც საშუალებას მოგცემს, უფრო მეტ ჩვენს თანამოქალაქეს გაუწიოს დახმარება სამედიცინო სექტორმა. აქვე გეტყვით, რომ დღეს, დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვდება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს, ანუ კერძო კლინიკების წარმომადგენლებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი
შემდეგი სტატიაზუგდიდის წისქვილკომბინატიდან საქართველოს სხვა რეგიონებში პურის ფქვილის გატანა გაზრდილია