ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, 16 მარტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ “თაიმერს” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

 

მათივე ცნობით, გადაწყვეტილება არ შეეხება ზუგდიდის მერს, მერის მოადგილეებსა და სამსახურის ხელმძღვანელებს. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასული თანამშრომელი მერიაში მოთხოვნისთანავე გამოცხადდება. ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება იმ სამსახურებს, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც შეაფერხებს მერიის მუშაობას.

16 მარტიდან: შეიზღუდება მუნიციპალიტეტში არსებული ყველა კომისიის სხდომა, გარდა ჯანდაცვის მიმართულებისა.

დროებით გაუქმდება მოქალაქეთა მიღების საათები მერთან და მოადგილეებთან.
კანცელარიაში შეიზღუდება მოქალაქეთა მიღება.

 

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სატელეფონო კომუნიკაციის ფორმატი გამოიყენონ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კონსულტაციები შემდეგ ტელეფონის ნომრებზე მიიღონ: 591 44 75 46, +995599154025, +995591445320, 599525238
ელ ფოსტა: zugdidismeria@gmail.com
საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა უნდა მოხდეს ელექტრონულად, შემდეგი ელ. ფოსტის საშუალებით: zugdidismeria@gmail.com
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნება 1 აპრილამდე.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი სესხებს სამი თვით გადაავადებს
შემდეგი სტატიასაერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოზე-სამართლის უზენაესობას ძირი გამოუთხარა პოლიტიზირებამ